დირექტორი

image0_edited_edited_edited.jpg

თეა გოგოტიშვილი

გეშტალტ ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი ხელმძღვანელობს

"დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრს."

მუშაობს ფსიქო-კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში, პირისპირ და ონლაინ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან;

 საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს:ლექციებს, ტრენინგებს, ვორქშოფებს, სემინარებს

მუშაობს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე.

 პროფესორი თეა გოგოტიშვილი არის: ფსიქოლოგიის დოქტორი (2006), ევროპაში - EAGT აკრედიტებული (2015), EAP სერტიფიცირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი (2018), SPR ნამდვილი წევრი (2018).

იგი ევროპაში - EAGT აკრედიტებული, "საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია (2011); თავმჯდომარეობს საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის სასწავლო სტანდარტების და პროფესიოული კომპეტენციების კომიტეტს (2019), რომელიც EAGT ქოლგა-ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოში; მიწვეულია ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის EGI (ვარშავა, პოლონეთი) ტრენერად;

სრული პროფესორის თანამდებობა უკავია წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში;

ფსიქოთერაპევტ-კონსულტანტები

IMG_1300.jpg

იანა სალამაშვილი

იანა სალამაშვილი პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევრტი. მუშაობს ეროვნულ გეშტალტ ცენტრში ფსიქოთერაპევტად. მუშაობს ინდივიდუალურად მოზარდებთან (ასაკი 12 წელი და ზევით) მოზრდილებთან, წყვილებთან, ჯგუფთან. მუშაობს დამოკიდებულებასთან ( ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლდამოკიდებულება,აზარტულ თამაშებთან დამოკიდებულება - ლუდომანია) და თანადამოკიდებულებასთან (დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებთან) მიმართებაში. არის ტრენერი დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში. ამჟამად გადის  EAGT ს (ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაცია) მიერ აკრედიტირებულ TOT ის ( ტრენერთა ტრენინგი) კურსს.

მარიამ სისაური.jpg

მარიამ სისაური

მარიამ სისაური პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი. 2014 წელს დაამთავრა თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის განხრით. 2017-2018 წლებში კითხულობს ლექციებს პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილის ასისტენტად წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2018 წლიდან მუშაობს „გეშტალტთერაპიის სახლში“. 2020 წელს დაამთავრა საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი, ამავე წელს გააგრძელა სწავლა ევროპული ცენზის ტრენერთა მომზადების პროგრამირებაზე. მუსაობს დ. უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკოსნულტაციო ცენტრში ტრენერად. არის DAY ONE-ის (ონლაინ სარეაბილიტაციო პლატფორმა თამაშდამოკიდებულებისთვის და თანადამოკიდებუელბისთვის) ბორდის წევრი და ფსიქოთერაპევტი. მუშაობს ბავშვებთან, მოზარდებთან, ზრდასრულებთან, წყვილებთან.

IMG_1287.jpg

გოგოლა იოსელიანი

გოგოლა იოსელიანი ექიმი, პრაქტიკოსი გეშტალტ-თერაპევტი. გადის ტრენერთა მომზადების ორწლიან პროგრამას. მუშაობს ზრდასრულებთან ფსიქო-კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში პირისპირ და ონლაინ შემდეგ თემებზე: შფოთვითი აშლილობები, პანიკური შეტევები, დეპრესია,აკვიატებული აზრები და ქცევები, ფობიები, გუნება-განწყობილების ცვლილებები, ემოციური მიჯაჭვულობა,ურთიერთობების პრობლემები. სამუშაო ენა ქართული.

სალომე ბლიაძე.jpg

სალომე ბლიაძე

სალომე ბლიაძე - ფსიქოლოგი, EAGT  აკრედიტირებული  ფსიქოთერაპევტი. 2019  წელს დაამთავრა საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი,  2018დან   ტრენერი დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკუნსულტაციო ცენტრში. 2016- 2020  წლები სპეციალური პენიტენციური სამსახურის  მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის დეპატრემენტის ფსიქოლოგი. 2018 წლიდან - საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოთერაპევტი. 2020 წლიდან - ფსიქოთრაპიული სახლი  კამარის ფსიქოთერაპევტი. არის DAY ONE-ის ბორდის წევრი და ფსიქოთერაპევტი.

მუშაობს ბავშვებთან/მოზარდებთან, ზრდასრულებთან, წყვილებთან, ოჯახთან, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფრ თერაპევტად.

265276181_309077101222807_4895033259918947924_n.jpg

ხატია გოგოლაძე - ფსიქოლოგი,ეროპული აკრედიტაციის მფლობელი  გეშტალტ ფსიქოთერაპევტი  ხატია გოგოლაძე ევროპული (EAGT) აკრედიტაციის მფლობელი საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი•Georgian National Gestalt Institute-ის კურსდამთავრებულია. „საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის“ წევრი და დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის ტრენერია.  ხატიამ 2016 წელს დაამთავრა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო, ხოლო -2018 წელს ამავე უნივერსიტეტის სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა.  ხატიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის. იგი მუშაობდა სკოლებში ბავშთა და მოზარდთა ფსიქოლოგად და ხელმძღვანელობდა დავითიანის ფსიქოლოგიის ცენტრის ბავშვთა ჯგუფს.  ხატია ჩართულია სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში. არის სტუდენტური კვლევითი პროექტების მრავალგზის გამარჯვებული. იგი მუშაობს, როგორც ბავშვებთან და მოზარდებთან, ისე - ზრდასრულებთან. სამუშაო მიმართულებები: თვითშეფასება, ურთიერთობის სირთულეები, გუნება-განწყობილების ცვლილება, ემოციური მიჯაჭვულობა, ფობიები, შიში, შფოთვითი აშლილობები, პანიკური შეტევები, დეპრესია.

IMG_2969.jpg

თიკო ლეკიშვილი

თინათინ ლეკიშვილი ევროპული EAGT ცენზის გეშტალტთერაპევტი; „საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის“ (სგა) სრული წევრი. მაპროფილებელი თემები: ადიქციები (ნივთიერებებზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობები (აკვიატებული აზრები და რიტუალური ქცევები, შფოთვითი აშლილობები, სომატოფორმული მდგომარეობები (არაორგანული სიმპტომები/დარღვევები); ურთიერთობების პრობლემები: სასიყვარულო ურთიერთობები, ოჯახი და სამუშაო ურთიერთობები. გარდა ფსიქოთერაპიული საქმიანობისა, თინათინ ლეკიშვილი არის, დედა, და, და შვილი რაც, მისი თქმით, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილებაა; თინათინის ჰობი არის მოგზაურობა, თინათინ ლეკიშვილმა დაამთავრა „საქაართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“, ასევე, წარმატებით დაასრულა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის გამოყენებითი ფსიქოლოგიის კურსი; ჩართულია,ი გეშტალტთერაპიაშსაერთაშორისო რანგის ტრენერთა მომზადების პროგრამაში. თინათინი, ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო პროექტებში ფსიქოლოგიის მიმართულებით, როგორც ტრენერი და ლექტორი. გეშტალტთერაპიაში ყველაზე მეტად ხიბლავს კრეატიული მორგების ფენომენი, რაც მისი თქმით განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და ჯანსაღ ყოფას. გეშტალტთერაპიის უნიკალურ თერაპიულ პროცესში, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბუნებრივი, ავთენტური კონტაქტი კლიენტსა და თერაპევტს შორის.

267923376_312987570831760_7070537029889923680_n.jpg

ანი რაინაული

ანი რაინაული - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი და ევროპული აკრედიტაციის მფლობელი გეშტალტთერაპევტი.  ანი სწავლობდა ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი) კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით, ასევე ევროპის გეშტალტ-თერაპევტთა ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტირებული „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.  ანი ეწევა აკადემიურ საქმიანობას - მუშაობს ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიაში, სადაც კითხულობს ლექციებს ფსიქოლოგიის მიმართულებით.  ანი არის საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის წევრი, ის ასევე ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში ფსიქოთერაპიის მიმართულებით. მუშაობს ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც, მოზარდებთან ასევე ზრდასრულებთან. მისი სამუშაო მიმართულებებია: შფოთვითი აშლილობები, ტრავმა, დეპრესია, თვითშეფასება, ურთიერთობების სირთულეები, სტრესი, პიროვნული ზრდა

ლიკა წერეთელი.jpg

ლიკა წერეთელი

ფსიქოლოგი და გერმანისტი, პრაქტიკოსი გეშტალტ–თერაპევტი. დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის გამოყენებითი ფსიქოლოგიის კურსის ტრენერი. მუშაობს ზრდასრულებთან შემდეგ თემებზე: ეგზისტენციალური შიში, გუნება–განწყობილების ცვლილებები, პრობლემები ურთიერთობებში, დეპრესიული მდგომარეობა. განსაკუთრებული მიმართულება: მუშაობა ონკოპაციენტებთან. სამუშაო ენები: ქართული, რუსული, გერმანული.

143081254_132959578651101_607613786441258584_n.jpg

ზვიადაძე ევროპაში EAGT - აკრედიტებული გეშტალტთერაპევტია. მარიამი "საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის" მენეჯერია. 2017 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი ფსიქოლოგიის მიმართულებით. მარიამი ასევე არის "საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის“ წევრი და დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის ასისტენტი. მარიამი ჩართულია სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში ფსიქოთერაპიული მიმართულებით. იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან "Youth for Understanding" (YFU, სადაც) მოზარდებს უწევდა ემოციურ მხარდაჭერას. იგი მუშაობს, როგორც მოზარდებთან, ისე - ზრდასრულებთან და წყვილებთან. სამუშაო მიმართულებები: პიროვნული ზრდა და განვითარება, შფოთვითი აშლილობები, ტრავმა, დეპრესია, წყვილებსშორის ურთიერთობა.

267552059_312411740889343_1965252923186206676_n.jpg

მანჩო წვერავა - ფსიქოლოგი, ევროპული აკრედიტაციის მფლობელი გეშტალტთერაპევტი  მანანა (მანჩო) წვერავა- "ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტირი"-ს გენერალური მენეჯერი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინტიტუტის ევროპული აკრედიტაციის მფლობელი გეშტალტთერაპევტი, “Divine Child Foundation of Georgia“ -ს სოციალურ-პედაგოგიურ ცენტრ "კომპასი“-ს გეშტალტთერაპევტი, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი და საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის პიარ კომეტიეტის თვჯდომარე და წევრი.   2015 წელს დაამთავრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2021 წელს დაასრულა საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის გეშტალტფსიქოთრაპიის შემსწავლელი 4 წლიანი ევროპული აკრედიტაციის პროგრამა.  აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე და შშმ პირებთან მუშაობს ხუთწლიანი გამოცდილება. არის არასამთავრობო ორგანიზაციის „ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის“ წევრი. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მოხალისედ ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა: „წითელი ჯვარი“, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრი“ და სხვა. როგორც ფსიქოთერაპევტი დღესაც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში.   მუშაობს როგორც ბავშვებთან და მოზარდებთან, ისე - ზრდასრულებთან, წყვილებთან და ოჯახებთან. სამუშაო მიმართულებები: თვითშეფასება,პიროვნული ზრდა და განვითარება, ურთოერთობის სირთულეები, დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება, პანიკური შეტევები, დეპრესია, ძალადობა, ემოციური მიჯაჭვულობა, ფობიები, შიშები, შფოთვითი აშლილობები, გუნება-განწყობილების ცვლილებები

ტრენერები

დიმიტრი ნადირაშვილი

დიმიტრი ნადირაშვილი
 

დიმიტრი ნადირაშვილი

პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელი, EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი. წიგნისათვის „სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენა“, მას დიმიტრი უზნაძის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო პრემია მიენიჭა. გეშტალტთერაპია საქართველოში დიმიტრი ნადირაშვილმა შემოიტანა. მისი დაფუძნებულია (2011) პირველი გეშტალტთერაპიის ინსტიტუტი (სეგი), რომელიც დღეისათვის საქართველო-კავკასიის მასშტაბით ერთადერთი ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელი (2019) გეშტალტ ფსიქოთერაპიის სასწავლო ინსტიტუტია. დიმიტრი ნადირაშვილი EAGT ქოლგა-ორგანიზაციის „საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის“ (სგა) პრეზიდენტია; იგი მოღვაწეობს ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციის (EAGT) კვლევით კომიტეტში (RC) და ფსიქოთერაპიის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების SPR სრული წევრია; ხელმძღვანელობს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებას; იგი გეშტალტთერაპიაში პირველი ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოს „ეგზისტენციალური გეშტალტთერაპია“ (2007) ავტორია; მეორე სახელმძღვანელო - „გეშტალტთერაპიის თეორია და პრაქტიკა“, დიმიტრი ნადირაშვილის და თეა გოგოტიშვილის თანაავტორობით დაიწერა და გამოიცა (2018); ისინი ერთად მუშაობენ განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტეგრაციაზე; ევროპელების მოწვევით სხვადასხვა ყვეყნებში ატარებენ ლექციებს, საავტორო ვორქშოფებს და საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ინოვაციები. დიმიტრი ნადირაშვილი 7 წიგნისა და რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; მისი კვლევის სფეროებია: სოციალური, პიროვნების, განწყობის ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, გეშტალტთერაპია.

image0-2-1024x981.jpg

თამარ ლოლაძე

თამარ ლოლაძე,

EAGT აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი. საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის ეთიკის კომიტეტის თავჯდომარე. თსუ ტრანსლაციური მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი სოციალურ ფსიქიატრიაში. სწავლობდა სიენის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ასევე ლიუვენის(ბელგია) კათოლიკური უნივერსიტეტში ეგზისტენციალურ კონსულტირებასა და პიროვნებაზე ცენტრირებულ თერაპია. თამარი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრებთან, ატარებს სემინარებს ლექციებსა და ტრენინგებს

271994817_4768279743279960_7829903184188811619_n.jpg

ილია ნიკაჭაძე

ილია ნიკაჭაძე - NLP Coach მასტერი , ენეაგრამა მასტერი, საქართველოს გეშტალთთერაპევტთა ასოციაციის PR-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი.საქართველოს ენეაგრამას ასოციაცის ვიცე-პრეზიდენტი

Psychologist.ge-ს მთავარი რედაქტორი.

260025006_4540371852737418_3487340351133607970_n.jpg

ლელა ტყეშელაშვილი

 ლელა ტყეშელაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორი, უძღვება განწყობის ფსიქოლოგია (1 /2) კურსს. მას აქვს მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი ფსიქოლოგიაში მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ამავე დროს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი (პროგრამა - სოციალური მეცნიერებები და ფსიქოლოგია). ლელა ტყეშელაშვილი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული უნარების განყოფილების თანამშრომელი. აქვს ტრენინგებისა და სალექციო კურსების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება, გავლილი აქვს სასერტიფიკაციო კურსები, გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, მათ შორის რეფერირებად გამოცემაში.

269593683_4622195467888389_2246043761963589861_n.jpg

თამარ მერაბიშვილი

თამარ მერაბიშვილი -ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დოქტორანტი
დამთავრებული აქვს დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი.
ფსიქოთერაპიის შემსწავლელი პროგრამა გაიარა ფსიქოთერაპიულ ცენტრში „არსი“.
აქვს ფსიქოთერაპიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ანალიზური მიმართულებით. მუშაობს ბავშვებთან, მოზარდებთან და ზრდასრულებთან.
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში მიჰყავს ლექციათა კურსი „ტრანსაქციული ანალიზი“.
მრავალი წელია უძღვება საგანმანათლებლო მუშაობას როგორც ფსიქოთერაპიული კუთხით, ასევე მუშაობს პედაგოგებთან, მშობლებთან, აღმზრდელებთან განათლების და ბავშვის ფსიქოლოგიაში.
არის სტატიებისა და პუბლიკაციის ავტორი

265518064_1146148985790015_3504616764028811959_n_edited.jpg

თეა კაჭარავა

თეა კაჭარავა, ფსიქოლოგი

Divine Child Foundation of Georgia-ს ფსიქოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი,
დამთავრებული აქვს ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი ასევე მენეჯმენტი კემბრიჯის კოლეჯში.

250990722_4475970742510863_7897837095412092323_n.jpg

ეკა ნინოშვილი

ეკა ნინოშვილი
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი. - 2001 წლიდან ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიებში სპეც.პედაგოგად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება - სხვადასხვა უნივერსიტეტებში სალექციო კურსის ხელძღვანელი ,,განვითარებისფსიქოლოგიასა“ და ,,ბავშვის ფსიქოლოგიაში - საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი - პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წევრი ( WAAP, სერტიფიკატის მფლობელი) - დ.უზნაძის სახ.სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის გამოყენებითი ფსიქოლოგიის კურსის,,ბავშვის ფსიქოლოგიის“ ხელმძღვანელი - ტრენერი - სუპერვიზორი.

IMG_7396.JPG

 მანჩო წვერავა

მანან წვერავა ფსიქოლოგი, EAGT აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-თერაპევტი,  ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრი" -ს გენერალური მენეჯერი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი•Georgian National Gestalt Institute კურსდამთავრებული. “Divine Child Foundation of Georgia“ -ს სოციალურ-პედაგოგიურ ცენტრ "კომპასი“-ს გეშტალტთერაპევტი, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი და საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის PR კომიტეტის თავჯდომარე. გარდა ამისა აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების და შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება, არის “ საქართველოს ეროვნული გეშტალტ-თერაპევტთა ასოციაციის” წევრი, მუშაობს როგორც ინდივიდუალურ ასევე ოჯახურ ფსიქოთერაპიაზე.

IMG_0120.jpg

ხატია გოგოლაძე

ხატია გოგოლაძე - ფსიქოლოგი,ეროპული აკრედიტაციის მფლობელი  გეშტალტ ფსიქოთერაპევტი  „საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის“ წევრი და დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის ტრენერია.