ხათუნა გოგელია

+995 599 571 028

ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი, არტ თერაპევტი და ტრენერი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების (1987) შემდგომ სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ბერიტაშივილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში (1987-1990). ასპირანტურის განმავლობაში მუშაობდა პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში (1987-1989). სამეცნიერო კვლევა და მუშაობა გააგრძელა   ბუდაპეშტის ზემელვეისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტში, ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში (1989-1992). 1992 წლიდან მუშაობდა ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკად. არის მრავალი კვლევისა და სტატიის ავტორი. წარჩინებით დაასრულა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი გამოყენებით ფსიქოლოგიაში საკვალიფიკაციო-სასერტიფიკაციო კურსი (2013-2014). აგრეთვე კურსი არტთერაპიაში (2014). 2015 - ტრენერთა ტრენერების და ქოუჩინგის სასერტიფიკაციო კურსი. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს არტ თერაპიის, კონსულტირებისა და ტრენინგების ცენტრს “ტემპუსი”. 2014 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ევროპული აკრედიტაციის სასწავლო პროგრამში. 2017 წლიდან თანამშრომლობს დ. უძნაძის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრთან, კერძოდ კი მიჰყავს სოციალური ფსიქოლოგიის კურსი და პრაქტიკა “ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ-სახელოსნოში”. აკრედიტაციის კურსის პარალელურად, მოწვეული ასისტენტის სტატუსით, კითხულობს ლექციებს “წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” სოციალური მეცნიერების კათედრაზე. ჩატარებული აქვს ლექციები და სემინარები მშობელთა, წყვილთა ურთიერთობისა და ოჯახის თერაპიის ლექცია/ტრენინგები. 2017 წლიდან საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი