top of page
ლიკა წერეთელი.jpg

ლიკა წერეთელი

+995 551 355 053

საქართველოს ეროვნული გეშტალტ–ინსტიტუტის ფსიქოთერაპიული ცენტრის ფსიქოთერაპევტია. წარმატებით დაამთავრა ლაიპციგის უნივერსიტეტის (გერმანია) გერმანისტიკის ფაკულტეტი (1992).

1993–2003 წ.წ. მუშაობდა სახელმსიფოს მეთაურის აპარატსა და შემდეგ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (ხელმძღვანელი – გელა ჩარკვიანი) მთარგმნელად და მრჩევლად.

1995 წ. სწავლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრეპტოვის დიპლომატიურ სკოლაში (ბერლინი).

2000 წ. გაიარა ტრენინგი კონფლიქტოლოგიაში ბერგჰოფის ცენტრში (გერმანია).   

2001 წ. მიიღო მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

2003 წ. წარჩინებით დაამთავრია შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა.

2004 წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში.

2013 წ. მუშაობდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში მთარგმნელად და რეფერენტად საკომუნიკაციო სფეროში.

2014 წ. გამოაქვეყნა სამეცნიერო მონოგრაფია.

2015 წ. წარჩინებით დაამთავრა დიმიტრი უზნაძის სახელობის სასწავლო–საკონსულტაციო ცენტრის გამოყენებითი ფსიქოლოგიის კურსი და გააგრძელა გეშტალტ–თერაპიის შესწავლა. ახორციელებს პროფესორის ასისტირებას წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში და კითხულობს გეშტალ–თერაპიის ლექციებს დიმიტრი უზნაძის სახელობის სასწავლო–საკონსულტაციო ცენტრში. ამჟამად მუშაობს კლიენტებთან გერმანელი სუპერვიზორის ხელმძღვანელობით. მისი მუშაობის ერთ–ერთ საგანგებო მიმართულებას წარმოადგენს გეშტალტ–თერაპიული მუშაობა ონკოლოგიურ პაციენტებთან.

bottom of page