top of page
მაგდა მაჭავარიანი.jpg

მაგდა მაჭავარიანი

+995 599 050 841

მაგდა მაჭავარიანი, ევროპაში - EAGT აკრედიტებული (2020) გეშტალტ ფსიქოთერაპევტი; საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული (2019); ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) სტუდენტი (2020); გეშტალტთერაპიაში ტრენერთა მომზადების (TOT) პროგრამის ბენეფიციარი (2019); წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის პროგრამის მაგისტრანტი, ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და თვითზრუნვის მკვლევარი; მშობლების მხარდაჭერის ჯგუფის დამფუძნებელი და ტრენერი; საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციისა (2019) და გივი ქირიას სახელობის ქართული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ასოციაციის წევრი (2020).

2005 წ. წარჩინებით დაასრულა თსუ დ/ე ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით ანგლისტიკა. 2006-2007 წწ. გაიარა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის კურსი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კვალიფიკაციის კურსები მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობებში (პიარში). 2015 წ. სწავლა განაგრძო საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ფსიქოთერაპიის შესწავლის საერთაშორისო პროგრამაზე. 2017 წ. წარჩინებით დაამთავრა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო–საკონსულტაციო ცენტრის კურსი გამოყენებით ფსიქოლოგიაში. 2016 წლიდან დღემდე ახორციელებს პროფესორის (დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილის) ასისტირებას წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში. 2017-2020 წწ. გაიარა edX-ის ონლაინ ინტერაქციული ინგლისურენოვანი კურსი ეგზისტენციალური კეთილდღეობის კონსულტირებაში და ოთხმოდულიანი კურსი სოციალურ ფსიქოლოგიაში, განვითარების ფსიქოლოგიაში, კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგიურ კვლევაში. 2018 წ. სწავლა განაგრძო წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2019 წლიდან არის თანამედროვე გეშტალტთერაპიაში ტრენერთა მომზადების პროგრამის (TOT) ბენეფიციარი, ხოლო 2020 წლიდან სწავლა განაგრძო ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტში (კალიფორნია, აშშ).

2004-2007 წწ. მუშაობდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგად კერძო სკოლაში „ქართულ-ბრიტანული აკადემია“. 2007-2014 წწ. მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ კომპანიაში „აი-ბი-ესი“ პერსონალის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ლოკალიზაციისა და დანერგვის პროექტების მენეჯერად და ბიზნეს ანალიტიკოსად ადამიანური რესურსების მართვაში. 2017-2019 წწ. ხელმძღვანელობდა კეთილდღეობისა და განვითარების სამსახურს „თბილისის არქიმედეს სკოლაში“, სადაც ორგანიზაციულ კონსულტირებას უწევდა სკოლის მენეჯმენტს და ინდივიდუალურ თერაპიულ მომსახურებას - სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებს. 2017 წლიდან მუშაობს პრაქტიკოს გეშტალტ თერაპევტად დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში, ხოლო 2020 წლიდან - ეროვნულ გეშტალტ ცენტრში. 2019 წლიდან არის მშობლების მხარდაჭერის ჯგუფის ვერქშოპების ორგანიზატორი და ტრენერი.

პროფესიული მიმართულებები: ბავშვებთან, მოზარდებთან და სტუდენტებთან გეშტალტთერაპიული მუშაობა (ჯანსაღი განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესის მხარდაჭერა), ზრდასრულებთან, ოჯახებთან და წყვილებთან მუშაობა (ჯანსაღი ურთიერთობების ფორმირების მხარდაჭერა), ორგანიზაციული კონსალტინგი (კომპანიის ადამიანური რესურსის კეთილდღეობის განცდის ამაღლებისა და პიროვნულ-პროფესიული განვითარების მხარდაჭერა), გეშტალტ თერაპიისა და განწყობის ფსიქოლოგიის სინთეზი, თვითზრუნვისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის კვლევა.

მუშაობს ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ინდივიდუალურ კლიენტებთან, ისე ჯგუფებთან, როგორც პირადად, ასევე ონლაინ. მშობლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ატარებს ვორქშოპებს მშობლებისთვის (თემაზე ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაცია), ასევე ატარებს ვორქშოპებს თვითზრუნვის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.

bottom of page